საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია ლოზუნგით - “ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს” გამართეს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია ლოზუნგით “ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს” გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მძღოლებსა და ექიმებს 2023 წლის იანვრიდან ხელფასის 10%-იან ზრდას შეჰპირდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ამჟამინდელი ანაზღაურება მიზერულია.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, პერსონალი იძულებული იქნება უკიდურესი ზომა მიიღოს.

“მედიცინის მუშაკთა პროფესიულ კავშირს სასწრაფოში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა მოგვმართეს და გვთხოვეს, რომ დღეს მათთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა და გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაში კიდევ ერთხელ მიგვეღო მონაწილეობა. დღეს კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ დამსაქმებელს და ვეტყვით, ნუ გვაიძულებენ, რომ მივიღოთ უკიდურესი ზომა. უკიდურესი ზომა ის არის, რომ თანამშრომლები გაიფიცონ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასები იანვრიდან 10%-ით გაიზრდება. მოთხოვნა, რომ ხელფასი მეტით გაზრდილიყო, თურმე არარელევანტური ყოფილა და 10%-იანი ზრდით უნდა დავკმაყოფილებულიყავით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფლაცია 10%-ზე მეტია, შესაბამისად, ეს 10% სასწრაფოში დასაქმებულებისთვის საკმარისი არ არის. იქნებ დამსაქმებლებმაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მორიგე მედპერსონალი და მძღოლები მოვიდნენ არა აქციაზე, არამედ ოჯახთან გაატარონ თავისუფალი დრო. ჩვენი მოთხოვნა ხელფასის 100%-იანი ზრდა იყო, თუმცა ახლა ეტაპობრივ ზრდაზეა საუბარი”, - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

სასწრაფო დახმარების მძღოლის, თემურ გურგენიძის თქმით, იმის გამო, რომ ხელფასი არ ყოფნის, დამატებითი მორიგეობა უწევს.

"ჩვენ ღირსეულ ხელფასს ვითხოვთ. დიდი ხანია ხელმძღვანელობასთან და სამინისტროსთან ამ თემაზე ვსაუბრობთ. გვქონდა ორი უშედეგო მედიაცია. პრაქტიკულად, არცერთი ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ის სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, ინფლაციის ფონი, ჩვენს ოჯახებს მძიმე ტვირთად აწევს. გუშინ მორიგე ვიყავი, ჩემი ბრიგადა ოც მისამართზე იყო. მთელი ღამე ვმოძრაობდით. ნორმალური კვების საშუალებაც კი არ გვაქვს. თვის განმავლობაში რვა მორიგეობა გვიწევს, მაგრამ იმის გამო, რომ ხელფასი არ მყოფნის, დამატებით მორიგეობაზე დავდივარ. ეს ყველაფერი ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება”, - განაცხადა სასწრაფო დახმარების მძღოლმა.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია