საერთაშორისო პროექტის „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა

საერთაშორისო პროექტის „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 26 ოქტომბერს კონფერენცია Tbilisi Marriott Hotel - ში ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ გახსნა. ღონისძიებას მოდერირებას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი უჩა ძიმისტარიშვილი უწევდნენ, რომლებიც ამავდროულად ზემოთ აღნიშნული პროექტის მონაწილეები არიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ კონფერენცია წარიმართა პანელური განხილვის ფორმატში მედიაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, როგორიც არის საქართველოში მედიაციის განვითარება და შედარებითი ტენდენციები პროექტის პარტნიორ ქვეყნებში, სასამართლოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მედიაციის განვითარებაში.

კონფერენციაზე ასევე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ნიდერლანდების მედიაციის ფედერაციას შორის.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში გაიმართა ჰოლანდიელი ექსპერტი მედიატორების ვორქშოფი, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვნენ კონფრენციის სტუმრები.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება შერეული ფორმატით ილიაუნის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ტარიელ სიახრულიძის ვორქშოფით და დასრულდა პროექტის მონაწილე პარტნიორების პრეზენტაციებით.

ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მედიაციის პროექტის ფარგლებში გამოცემული მეორე სტატიების კრებულის პრეზენტაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა პროექტს „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო