იაგო ხვიჩია - მივცემ თუ არა საკუთარ თავს ხმას?! კი აუცილებლად - ეს ერთი ხმა ჩემს თავს რომ არ მივცე და სხვას მივცე, მგონია, რომ უბრალოდ უაზრობა იქნებოდა

მივცემ თუ არა საკუთარ თავს ხმას?! კი აუცილებლად. ეს ერთი ხმა ჩემს თავს რომ არ მივცე და სხვას მივცე, მგონია, რომ უბრალოდ უაზრობა იქნებოდა. მაშინ რატომ ვარ აქ კანდიდატი თუ საკუთარი თავი ვერ დავარწმუნე იმაში, რომ მხარი დამიჭიროს,- ასე უპასუხა სახალხო დამცველობის კანდიდატმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ასევე სახალხო დამცველობის კანდიდატის გიორგი მარიამიძის კითხვას, როგორც დეპუტატი, დაუჭერს თუ არა საკუთარ კანდიდატურას მხარს და ხომ არ ეჩვენება, რომ ეს უსამართლობა იქნება სხვა კანდიდატების მიმართ.

როგორც იაგო ხვიჩიამ კითხვის პასუხად აღნიშნა, მან ამ უპირატესობისთვის, რომელიც სხვა კანდიდატებთან შედარებით აქვს, იშრომა.

„ყველა ხმა თვლით არის. მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე ამირჩიონ 100-ზე მეტი ხმით...მე რომ საკუთარ თავს ხმა არ მივცე, ეს სისულელე გამოვა. უპირატესობას რაც შეეხება, კი, მე მაქვს ეს უპირატესობა, მაგრამ მე ამ უპირატესობისთვის ვიშრომე. ეს უპირატესობა დამსხურებულია, ის ხომ არ ყოფილა რაღაც ციდან ჩამოვარდნილი და შესაბამისად, ეს ერთ ხმის უპირატესობა და ზოგადად სხვა უპირატესობები, შეიძლება რაღაც თვალსაზრისით მქონდეს, მაგრამ ეს რატომ წარმოადგენს პრობლემას ? ეს ერთი ხმა ჩემს თავს რომ არ მივცე და სხვას მივცე, მგონია, რომ უბარლოდ უაზრობა იქნებოდა. მაშინ რატომ ვარ აქ კანდიდატი თუ საკუთარი თავი ვერ დავარწმუნე იმაში, რომ მხარი დამიჭიროს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა