კანზასის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები (USDA) და კანზასის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტის პროფესორები ესტუმრნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.

მათივე ცნობით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა სტუმრებს მარცვლოვან კულტურებთან დაკავშირებული ცენტრში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები და პროექტები გააცნეს.

„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, კონსერვაციას და ამ მიმართულებით სასელექციო საქმიანობის წარმართვას. ცენტრის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პირველად მეთესლეობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, რომელიც მიმართულია სერტიფიცირებული თესლის წარმოებით დაკავებულ პირთა ხელშეწყობისათვის. ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ხორბლის კულტურის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებულ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე მორგებული ახალი აგროტექნოლოგიების დანერგვას და სათესლე მეურნეობების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

შეხვედრა USAID-ის პროექტის „კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა