ხატია დეკანოიძე - ნონა მამულაშვილი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია - ჩემი გულისტკივილია ყოველთვის, როცა ადამიანები პარტიას ტოვებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდში

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი დიდი პატრიოტია და მას პარტიის დატოვება დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ბოლო ერთი წელი საპარლამენტო საქმიანობას აღარ ეწეოდა.

"ნონას წარმატებას ვუსურვებ. ის ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია. ჩემი გულისტკივილია ყოველთვის ის, რომ ადამიანები პარტიას ტოვებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდში, ხედავთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. რაც შეეხება პარლამენტიდან მის გასვლას, ამას დიდი ხანია ველოდები, რადგან ერთი წლის წინ თქვა ჯერ კიდევ, რომ პარლამენტს ტოვებდა. წარმატებები მას, სადაც არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, მისი გადაწყვეტილება იქნება მისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი. ერთი წელია საპარლამენტო საქმიანობის მიმართულებით არ ყოფილა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და პარტია დატოვა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა