თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა

დედაქალაქის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ წარმოდგენილ 9 საკითხს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერძოდ, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის, ხოლო მომღერლისა და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს დაერქვა.

„ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას- კომპოზიტორის, საქართველოს დამსახურებული არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხსა და ერთ შესახვევს რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელი დაერქვა.

ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს კი არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს.

გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მომღერლის ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის №220 საჯარო სკოლა კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.

ყველა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებულია საჯარო განხილვების პროცესი და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა“, - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ