საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მისია ეწვია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სექტორის განვითარების მისიით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სამუშაო ვიზიტით მსოფლიო ბანკის ექსპერტები ეწვივნენ.

პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურ რეჟიმში ტარდებოდა შეხვედრები სამსახურის უფროსთან დავით ონოფრიშვილთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა სექტორის განვითარების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა-განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევის განვითარების მიმართულებით გადასადგმელი აუცილებელი ღონისძიებები და გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები, სამედიცინო შეცდომით გამოწვეული პასუხისმგებლობის დაზღვევა, მშენებელთა და არქიტექტორთა პასუხისმგებლობის დაზღვევა.

შეხვედრები, ასევე, დაეთმო გადახდისუნარიანობა 2-ის (SOLVENCY II) დანერგვის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას და აქტუარის პროფესიის განვითარებისთვის საფუძვლების შექმნის საკითხებს, მათ შორის შესაბამისი განათლების მისაღებად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, არსებული გამოწვევების დასაძლევად შესაბამისი დასკვნები, რეკომენდაციები და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობას, მისი დამოუკიდებლობის (მათ შორის ფინანსური) ხარისხის გაზრდის და დაზღვევის ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაციის ძირითად პრინციპებთან სამსახურის სარეგულაციო ფუნქციების სრულ თანხვედრაში მოყვანას.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ