„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 15 სტაჟიორი შეარჩია

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში, 15 სტაჟიორი შეარჩია.

კომპანიის ცნობით, ივლისის თვეში სოციალური გვერდის საშუალებით, ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა სამსახურებში 3-დან 6 თვემდე პერიოდზე ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდა და 180 შემოსული რეზიუმედან საბოლოოდ 15 კანდიდატი შეირჩა. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურში, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდნენ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, კომპანია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს საშუალებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ.

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ რეგიონში მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ავიაციის სფერო და აქვთ დასაქმებისა და განვითარების სურვილი. ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში კომპანიაში შემოვიდა 180 რეზიუმე, საიდანაც შევარჩიეთ დაახლოებით 140 კანდიდატი, ტესტირებაზე გამოცხადდა 65 მათგანი. მათგან შეირჩა 15 სტაჟიორი. სტაჟირების პერიოდში დარიცხული ანაზღაურება 625 ლარია, სტაჟირების შემდეგ ტესტირება წარმატებით გაიარა ყველა მათგანმა და დაინიშნენ 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდში მოხდება სტაჟირების პერიოდში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება და თითოეული მათგანის დარიცხული ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს, ხოლო გამოსაცდელი ვადის შემდეგ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი დაინიშნებიან უვადოდ და თითოეულის დარიცხული ხელფასი იქნება 1250 ლარი“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების კოორდინაციის სამსახურში დასაქმებულია 1 სტაჟიორი, დაკარგული ბარგის სამსახურში - 2 სტაჟიორი, მგზავრთა მომსახურების სამსახურში - 7 სტაჟიორი, ბაქანის მომსახურების სამსახურში - 5 სტაჟიორი. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა, სხვადასხვა დროს გამოცხადებული ვაკანსიისას hr@airports.ge -ზე შემოსულ რეზიუმეებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, 1 წლის განმავლობაში ინახავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა