ჯანდაცვის სამინისტრო - პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, სამინისტრომ, WHO-სა და ექსპერტებთან ერთად, რეფორმის მიღწევები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა. მთავარ დოკუმენტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმუშავა.

2-დღიან ღონისძიებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამოქმედო გეგმაში ასახულია ქალაქებსა და სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი სერვისები, არსებული ქრონიკული დაავადებებისა ან ახალი სამედიცინო პრობლემების დიაგნოსტიკისა და მართვისათვის საჭირო მომსახურებები თუ პროცედურები, მათ შორის ამბულატორიული გამოკვლევები.

პოლიტიკის შემქმნელები, პარტნიორები და დარგის სპეციალისტები, დოკუმენტის კიდევ უფრო მეტი მოქნილობისა და ეფექტურობისთვის, გარკვეული ცვლილებებზეც შეთანხმდნენ.

„ამ რეფორმით, პირველადი ჯანდაცვა, რეალურად, მოწინავე რგოლი ხდება მთელს სისტემაში, უზრუნველყოფს პაციენტის მკურნალობის უწყვეტობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასზე თანაბარ ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო