იერუსალიმში მეხუთე საუკუნის უძველესი ქართული მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის შესახებ ოფიციალური საინფორმაციო დაფა გაიხსნა

იერუსალიმის ცენტრში, დავით მეფის ქუჩაზე, მემორიალური დაფა განთავსდა, რომელიც მე-5 საუკუნის ქართული მონასტრისა და ეპისკოპოსი სამუელის სამარხის ადგილს მიუთითებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პირველი მემორიალური დაფა იერუსალიმში ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და ასევე პირველი ქართულენოვანი წარწერა.

„ცნობა ქართველთა მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო წრეებში 1935 წელს გამოქვეყნებული მასალით გახდა ცნობილი, ხოლო ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ, პირველად, წმინდა გრიგოლ ფერაძემ ამცნო, რომელმაც იერუსალიმში1936 წელს იმოგზაურა.

აღნიშნული მემორიალური დაფის განთავსება საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, ისრაელში საქართველოს საელჩოს და ისრაელის შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

მემორიალური დაფის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა