წალკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

წალკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა წალკის ეპარქიის ტერიტორიაზე ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია გამართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთობლივი აქციის ფარგლებში ბავშვების, ქალებისა და მამაკაცებისათვის ტანისამოსი ჩაიტანეს.

წალკის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია) სააგენტოსა და ბაპტისტური ეკლესიების კავშირს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ამგვარ დახმარებას წალკის ეპარქია უკვე მესამედ იღებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქველმოქმედო აქციები გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს