ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობაზე“ -  როცა მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე ხარ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ „გაგიტარებს“ ამას საზოგადოება

როდესაც შენ მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე ხარ, არასწორ ფორმულირებაზე დგახარ, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს არ ატარებ, ქართველი ხალხის დაკვეთას არ ასრულებ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ „გაგიტარებს“ ამას საზოგადოება და დაგემართება ის, რაც ახლა დაემართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციონერების გაერთიანების მომხრე, ზარქუამ აღნიშნა, რომ ყველასთვის არის ნეგატივი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა.

„რაღაც მომენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ, მართალიც არის. ყველასთვის არის ნეგატივი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა, ჩვენ ამას ვამბობდით, შეიკრიბებიან, შევლენ პარლამენტში, მერე დაიშლებიან და „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება მათთვის საინტერესო პარტნიორი. თუმცა, მეორეს მხრივ, ამ ე.წ. ტროიკისიც მესმის. მათ ნახეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდად განსხვავებული რეიტინგი არ აქვთ მათთან მიმართებაში. ბოლოს 6 თუ 7 % დაუწერა NDI-მ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ასე ჩამოქვეითდა და ამის შემდეგ კიდევ მრავალი უბედურება გადაიტანეს, ერთმანეთში ქიშპობა და დაპირისპირება. იმდენად რცხვენიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, უკვე ტოვებენ პარლამენტს. ქალბატონმა ნონა მამულაშვილმა დატოვა პარლამენტიც და „ნაციონალური მოძრაობაც, რადგან მიხვდა იქ არაფერი ესაქმებოდა და გაემიჯნა. მათ შორის, ის ახალგაზრდა სახეები, ვინც მიიყვანეს პარტიაში, გახსოვთ? ისინიც გაემიჯნენ, იმიტომ, რომ რღვევა მიდის. მე, მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მიხარია ეს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ოპოზიცია. აბა სად არის? არც ავტორიტეტი გააჩნიათ, არც სინდისი, არც ნამუსი, არც ელექტორატი. ხელმოცარულები არიან... ერთადერთი კეზერაშვილის ფულის იმედად არიან და კი ბატონო, იყვნენ და რას მოუტანთ და როდემდე იქნებიან ასე, ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა