ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავ ანუკი რობაქიძეს და „თენეოს“ მთელ გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან სტარტაპკონკურს - PITCH-ში გამარჯვებას

მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ვულოცავ ანუკი რობაქიძეს და "თენეოს" მთელს გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან სტარტაპკონკურს - PITCH-ში გამარჯვებას! მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

მისივე თქმით, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ.

„ქართველი სტარტაპერების კიდევ ერთი დიდი წარმატება! Theneo - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებპლატფორმა - ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპკონკურსის - PITCH-ის გამარჯვებულია. კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის- Web Summit-ის ფარგლებში ჩატარდა. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას. ვულოცავ პირადად ანუკი რობაქიძეს და „თენეოს“ მთელს გუნდს. მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს