აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, დაბა ჩაქვსა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აქციის ფარგლებში, 200-მდე აფხაზეთიდან დევნილს ჩაუტარდა შემდეგი მომსახურებები: ოჯახის ექიმის კონსულტაცია; მხედველობის სკრინინგი: ოფთალმოლოგის კონსულტაცია; სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში). პედიატრის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; ეკგ. ნევროლოგის კონსულტაცია; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; სხვადასხვა სისტემის რადიოლოგიური კვლევა; ტესტირება COVID-19 -ის დიაგნოსტიკის მიზნით.

„გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. ასევე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰიგიენური სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო