გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის ,„აგრო ქართუმ“ 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ადგილზე არსებული სიტუაცია შეისწავლა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 125248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა საჯარო აუქციონი და დასრულდა შპს „აგრო ქართუს” გამარჯვებით.

„კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის (იჯარა) შემდეგი სახეები: პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (სათიბად, საძოვრად, ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად); საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრაქტიკა; ევროპის რიგი ქვეყნები სწორედ აღნიშნული მოდელით ახორციელებენ ტყითსარგებლობის უფლების გაცემას.

რაც შეეხება კომპანიისთვის „აგრო ქართუ“ ტყითსარგებლობის მიზნით იჯარის გაცემის საკითხს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის, კერძოდ კი, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის უფლებისთვის, კომპანიამ 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა. აღნიშნული მიზნით ტყითსარგებლობის უფლების გაცემისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება; კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი დოკუმენტაცია. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ადგილზე არსებული სიტუაცია შეისწავლა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 125248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა საჯარო აუქციონი (N725 - აუქციონის ლოტი - N-725FJX122), დასრულდა შპს „აგრო ქართუს” გამარჯვებით.

შპს „აგრო ქართუმ” აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, ტყის მართვის ორგანოს, ყოლველწლიურად უნდა გადაუხადოს 32 877.6 ლარი და ასევე, უნდა წარმოადგინოს საგარანტიო თანხა 6262.4 ლარის ოდენობით.

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „აგრო ქართუს” შორის ხელშეკრულება 2022 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აქვე განვმარტავთ, რომ ტყითსარგებლობისთვის იჯარები არ გაიცემა მხოლოდ ორმოცდაცხრაწლიანი ვადით, გაცემულია სარგებლობის ხუთწლიანი იჯარები, მაგალითად, ფუტკრის სადგომებისთვის და ათწლიანი სათიბ-საძოვრების სარგებლობისთვის. რაც შეეხება ორმოცდაცხრაწლიან ტყითსარგებლობას, მნიშვნელოვანია, რომ მას საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი დატვირთვა აქვს, რაც მორგებულია მოსახლეობაზე და არ ხმარდება მხოლოდ ერთი სუბიექტის ინტერესებს. ასევე, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა. საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე კონტროლს შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახური ახორციელებს. ეროვნულ სატყეო სააგენტოში 2022 წელს (1 ნოემბრამდე), ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად, გამოცხადდა 20 აუქციონი, საიდანაც შემოსულმა თანხამ 166 993.10 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა