ქვეყნის მასშტაბით, 900-მდე მეფუტკრე გადამზადდა

ქვეყნის მასშტაბით, 900-მდე მეფუტკრე გადამზადდა. გარემოსდაცვითი ინფორმაციებისა და განათლების ცენტრის ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, მეფუტკრეებმა ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტების მიღება-შენახვის წესების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაციის, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა-დანერგვის, საფუტკრეებში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების დაგეგმვა-ჩატარების, საფუტკრის ჟურნალის წარმოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

„პრაქტიკული სწავლების ნაწილში, მეფუტკრეები გაეცნენ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს და შესაბამის გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მეფუტკრეობაში საფუტკრეების რეგისტრაციის აუცილებლობის მნიშვნელობის საკითხებზე.

ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციებისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო