“ლელოს“ ლიდერებმა რეგიონებში კამპანია დაიწყეს - პირველი შეხვედრა ტყიბულში გაიმართა

“ლელო”, პარტიის ლიდერების აქტიური ჩართულობით, რეგიონებში პარტიის წევრებთან, “ლელოს” მხარდამჭერებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის აქტიურ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ „ლელოს“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შეხვედრების პირველი ეტაპი ტყიბულში დაიწყო. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და პარტია „ლელოს“ სხვა ლიდერები ტყიბულში მხარდამჭერებს, პარტიის წევრებს და ადგილობრივებს შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, კამპანიის მიზანია პარტიამ ადგილობრივებთან ერთად შეაფასოს და ოპოზიციიდან შეძლებისდაგვარად რეაგირება მოახდინოს იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

„ლელოელებთან“ პირველი შეხვედრა პარტიის ოფისში კოსტავას ქუჩის #1 -ში გაიმართა. შეხვედრაზე „ლელოს“ განვითარების სტრატეგიულ გეგმებზე და იმ სამუშაოებზე ისაუბრეს, რაც უახლოეს მომავალში ექნებათ გასაკეთებელი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს. ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. „ლელოს“ ლიდერები ტყიბულში წინასწარ გაკეთებული ანალიზით ჩავიდნენ, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ტყიბულში არსებული ძირითადი პრობლემები. საკითხები ადგილზე კიდევ ერთხელ გადამოწმდა ადგილობრივებთან და საბოლოოდ შეჯერდა.

პარტიის ლიდერებმა, ადგილობრივებს ტყიბულის განვითარებისთვის „ლელოს“ 9 პუნქტიანი ხედვა გააცნეს - რა უნდა კეთდებოდეს რეგიონში: „საქნახშირის“ მოგება ეკუთვნის ტყიბულელებს. „საქნახშირის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი თანხის 50% ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა ბრუნდებოდეს. ტყიბულს აღარ უნდა ჰქონდეს წყლის პრობლემა, ტყიბულისა და მუნიციპალიტეტის სოფლებს წყალი უნდა მიეწოდებოდეს მინიმუმ 12 საათიანი გრაფიკით. მეშახტის შრომა სათანადოდაა დასაფასებელი. მეშახტეებს, უნდა შეეძლოთ პენსიაზე ადრე გასვლა, უნდა ჰქონდეთ შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე და უნდა გაეზარდოთ (რეგრესული) პენსია. უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ტყიბულის მოსახლეობისთვის ტყეებითა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის საკითხი, რომელიც მათთვის გამარტივებული წესით უნდა გაიცემოდეს. შახტაში სამუშაოდ ჩასვლა აღარ უნდა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. უნდა გამკაცრდეს შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ტყიბულის შახტებში მეშახტეები არ უნდა იხოცებოდნენ... ტყიბულის ტურისტული პოტენციალი ტყიბულელებისთვისაც და "ლელოს" გეგმაშიც მნიშვნელოვანი კომპონენტია: მსოფლიომ უნდა აღმოაჩინოს ტყიბული, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. უნდა აღდგეს და ტურისტულ ობიექტად გადაიქცეს ცხრაჯვარის საბაგირო გზა. ასევე განვითარდეს ტყიბულის წყალსაცავის ეკონომიკური, ტურისტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პოტენციალი. აღსადგენია ადგილობრივი ჩაის წარმოება - „ოკრიბას ჩაის“ წარმოების განვითარებისთვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. აღსადგენია ტყიბულის კონიაკის წარმოების ტრადიციები. უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ხრესილის კონიაკის ქარხნის აღსადგენად. ტყიბულში უნდა აღორძინდეს კულტურული ცხოვრება- აუცილებელია დაარსდეს „მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალის“.

ტყიბულს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდეს მაღალი შემოსავალი ბიუჯეტში და ცხოვრობდეს ბევრად კომფორტულად და ღირსეულად, ვიდრე დღეს, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ამის მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ არც გეგმა, როგორ განავითაროს რეგიონები და არც მისი შესრულების სურვილი არ გააჩნია “,- ამბობენ „ლელოს“ ლიდერები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა