ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა.

უწყების ცნობით, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში შესული ტენიკური ცვლილებები სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნა განხილული. ცვლილებები ძალაში 8 ნოემბრიდან შედის.

„სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, შესაძლებელი გახდა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო. სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო როგორც ბიზნესის ასე დასაქმებულთა ინტერესები.

უცვლელი რჩება დამსაქმებელთა ვალდებულება, სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. ინფორმაცია უნდა აისახოს ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.

დამსაქმებელი ასევე ვალდებულია ნამუშევარი საათების შესახებ ინფორმაცია გააცნოს საკუთარ თანამშრომელს.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანება, დამსაქმებელთა ასოციაცია და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო