„ქორთიარდ მარიოტში“, საერთაშორისო ფორუმი „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში“ გაიმართება

8-9 ნოემბერს, „ქორთიარდ მარიოტში“, თბილისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში“ გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმი 8 ნოემბერს, 10:00 საათზე გაიხსნება. მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ოფიციალური პირები და ამერიკის ელჩი საქართველოში.

„თბილისის საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისთვის არის თბილისში დაფუძნებული და მოქმედი პირველი საერთაშორისო ინიციატივა ბირთვული უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფორუმის პარტნიორი სახელმწიფო უწყებებია: საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ფორუმი არის მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებსა და ექსპერტებს შორის დისკუსიებისა პლატფორმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრიორიტეტები, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და შესაძლებლობები.

ფორუმის მიზანია გააერთიანოს სხვადასხვა აქტორები (სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო სფერო და ა.შ.), რათა მათ განიხილონ საერთო ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დღის წესრიგი შავი ზღვის რეგიონისთვის.

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მიმდინარე ომი ქმნის გაურკვევლობას მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის მომავალთან დაკავშირებით. ძლიერი ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რისკების დასაძლევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ქვეყნების სახელმწიფო უწყებები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები”,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა