ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პრეს-ტურს მასპინძლობს

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Flydubai თანამშრომლობით პრეს-ტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურის მოწყობამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიო Virgin Radio Dubai 24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში უფასოდ მოგზაურობის შესახებ კამპანიას ატარებდა, ამასთან, პროექტის ფარგლებში რადიოს მსმენელებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის 25 გამარჯვებული, ასევე ავიაკომპანიის Flydubai და რადიოს Virgin Radio Dubai 9 წარმომადგენელი საქართველოს ეწვია. ტურის ფარგლებში პროექტის მონაწილეები თბილისში იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს ძველი ქალაქი, გაემგზავრნენ უფლისციხეში, დაათვალიერეს მუხრანი, სადაც ტურის მონაწილეებისათვის ქართული კერძების მასტერკლასი გაიმართა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ ამ ქვეყნებიდან.

„ჩვენ ავიაკომპანიასთან „FlyDubai“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვმასპინძლობთ 25 ადამიანს სპარსეთის ყურის ქვეყნიდან, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოს მეშვეობით შეირჩნენ კონკურსის საფუძველზე. ისინი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, რაც საინტერესოა ამ ქვეყნებისთვის. შედეგად სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავრცელდება ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ ამ ქვეყნებიდან“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

როგორც პროექტის მონაწილე რიტა ბადრი აღნიშნავს, საქართველოში კონკურსში გამარჯვების შედეგად იმყოფება.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, ძალიან მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები, ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან თბილი ხალხია. საქართველოში კონკურსში გამარჯვების შედეგად მოხვდი, რადიოს შოუში დავრეკე და გამიმართლა. ნამდვილად არ ველოდი“, - აღნიშნავს პროექტის მონაწილე რიტა ბადრი დუბაიდან.

როგორც გავრცელებულ ი ინფორმაციაშია ნათქვამი, ტურის ფარგლებში ავიაკომპანიის FlyDubai და რადიოს Virgin Radio Dubai სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები და პოსტები გავრცელდება, რასაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი