ამერიკელი ექსპერტების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა მის უფლებადამცველებს გადასცეს

ამერიკელი ექსპერტების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა მის უფლებადამცველებს გადასცეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დასკვნის შინაარსზე ჯერ ვერ ისაუბრებს, მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას 20 ნოემბრისთვის წარუდგენენ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ხვალ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ჩამოვა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს კვლევებს ჩაუტარებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს