თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სტრასბურგში, საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს,მარია პეჩინოვიჩ ბურიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში მაღალ პოზიციებზე მრავალწლიანი გამოცდილება, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ელჩმა გენერალურ მდივანს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ისაუბრა და გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ისტორიულ მეოთხე სამიტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის მზაობას მიესალმა. სამიტი 2023 წლის 16-17 მაისს რეიკიავიკში, ისლანდიაში გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ სასტიკ ომს და ევროსაბჭოს რეაგირებას შეეხო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა