ქონების მართვის სააგენტო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ი - ქონების მართვის სააგენტო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება.

სააგენტოს აღსრულების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტოა, რომლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა ჯამურად არის დაახლოებით - 48, აღსრულების მიახლოებითი თანხა კი შეიძლება 51 010 ლარს შეადგენდეს. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია სამი საქმე, რომლისთვისაც აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება 1 920 ლარი იყოს. ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით კი მიმდინარეობს 2 საქმე, რომლის წაგებით დასრულების შემთხვევაში, აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება 177 000 ლარი იყოს.

“აღნიშნულ საქმეებს სააგენტო აწარმოებს 2019 წლის 23 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა.

აღსრულების საფასურის გადახდა სააგენტოს მიერ ჯერ არ მომხდარა. დღეის მდგომარეობით, დასრულებული საქმე არის სამი, რა შემთხვევაშიც, როგორც აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება 1920 ლარი იყოს. შესაბამისად, ამ ეტაპისათვის აღსრულების ჯამური საფასური ჯამურად (როგორც უკვე მითითებულ დასრულებულ საქმეებზე, ასევე მიმდინარე საქმეებზე), შესაძლებელია დაახლოებით 228 010 ლარი იყოს“, - აღნიშნულია პროექტი განმარტებით ბარათში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო