თამილა ბარკალაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლობას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასევე საქართველოს სხვა სექტორებში მიღწეულ პროგრესს, ისეთ სფეროებს როგორიცაა სხვა სოციალური დახმარების მექანიზმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ასევე გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა. ასევე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სოციალური დახმარების ოთხი მახასიათებლიდან საქართველომ სამ ინდიკატორში საუკეთესო შედეგი აჩვენა ესენია: ეფექტურობა, მოცვადობა და ადეკვატურობა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეაქვთ, საქართველოში მდგრადი სოციალური დაცვის ჩამოყალიბების მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო