სალომე სამადაშვილი - რადგან ივანიშვილმა დღემდე ვერ გაიგო, ვის გულისხმობს ევროკავშირი იმ ერთ ოლიგარქში, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, ამას კიდევ ერთხელ გაიგებს უშუალო გზავნილის სახით

რადგან ივანიშვილმა დღემდე ვერ გაიგო, ვის გულისხმობს ევროკავშირი ოლიგარქში და რატომ გვესაუბრება,

რომ სახელმწიფო მიტაცებულია ოლიგარქის მიერ, კიდევ ერთხელ გაიგებს ამას უახლოეს დღეებში, მათ შორის, ევროკავშირიდან უშუალო გზავნილის სახით, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას საჩხერეში ტყის ბადეებით გადახურვის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ - ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ საუბრობს ევროკავშირი საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაზე.

"მსგავსი ფაქტები, როგორიც არის აღწერილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყის მასივთან დაკავშირებით, ივანიშვილის მიერ წარმოებულ საქმიანობაზე, არის ერთ- ერთი მაგალითი იმის, თუ რატომ გვესაუბრება ევროკავშირი იმაზე, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული ოლიგარქის მიერ და ვის გულისხმობს იმ ოლიგარქში, ვინც სახელმწიფო მიიტაცა. ბიძინა ივანიშვილმა რადგან ეს ვერ გაიგო დღემდე, კიდევ ერთხელ გაიგებს ამას უახლოეს დღეებში მათ შორის ევროკავშირიდან უშუალო გზავნილის სახით", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიის წარმომადგენლის ავტორობით მომზადებულ ანგარიშს საქართველოში და ყველაფერი რაც ამ რეზოლუციაში შესწორების სახით შევა, იქნება არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიცია.

"არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" ტრადიციულად ქართველი ხალხის მოტყუების შესაძლებლობა. ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს მიმდინარე კვირას, ჯერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე და შემდეგ უკვე მომავალ თვეში, ან იანვარში პლენარულ სხდომაზე. ამ ანგარიშის მთავარი მომხსენებელი არის "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიის, "ევროპის სოციალისტური პარტიის" წარმომადგენელი. ამიტომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი, რაც ამ ანგარიშში მოხვდება, ეს იქნება არა რომელიმე პოლიტიკური ძალის პოზიცია ევროკავშირში, არამედ ევროპარლამენტის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში პროცესები.

იმის გათვალისწინებით, რომ ივლისის შემდეგ, როცა ევროპარლამენტმა მიიღო უპრეცედენტოდ კრიტიკული, გადაუდებელი რეზოლუცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და არაფერი მას შემდეგ არ მომხდარა პოზიტიური, სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლოა, გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან კრიტიკული ანგარიში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ, არ გამოადგება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ ძალას, რომელმაც ეს რამდენიმე დღე ფუჭად გაფლანგა და არ გამოიყენა იმისთვის, რომ პოზიტიური დინამიკა შექმნილიყო” , - განაცხადა სამადაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები