IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“  - 12%

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%.

კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 25%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%
  • საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 3%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%
  • დროა - ელენე ხოშტარია - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 2%
  • ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%
  • გირჩი - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%
  • ლელო - 1%
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%
  • სხვები - 2%
  • გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%
  • ხმას არ მივცემდი - 6%
  • არ ვიცი - 16%
  • უარი პასუხზე - 7%.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა