IRI - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ მოთხოვნას გამოკითხულთა 34% ცალსახად მხარს უჭერს, 34% - ცალსახად ეწინააღმდეგება

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოკითხულთა 34% ცალსახად მხარს უჭერს, ასევე, 34% კი აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას?

გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 34% - ცალსახად მხარს უჭერს
  • 34%- ცალსახად ეწინააღმდეგება
  • 18%- გარკვეულწილად მხარს უჭერს
  • 8%- გარკვეულწილად ეწინააღმდეგება
  • 6%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა

ამასთან, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული მხარდამჭერთა 65% ცალსახად მხარს უჭერს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 68% აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, პარტიების პრეფერენციის მიხედვით გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“:

• 65% - ცალსახად მხარს უჭერს;

• 23% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;

• 2% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;

• 7% - ცალსახად ეწინააღმდეგება;

• 3%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა;

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ :

• 7%- ცალსახად მხარს უჭერს;

• 11% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;

• 11% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;

• 68%- ცალსახად ეწინააღმდეგება;

• 3% - არ ვიცი / პასუხი არ გასცა;

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა