IRI - გამოკითხულთა 41% საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 41% დღეს საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს.

კითხვაზე, რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?, რესპონდენტებს უფლება ჰქონდათ გაეცათ ორი სპონტანური პასუხი.

გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები აღნიშნულზე შემდეგნაირად გამოიყურება:

41% - ეკონომიკა - უმუშევრობა

18% - ეკონომიკა - საარსებო მინიმუმი, მაღალი ფასები

7% - სიღარიბე

5% - ეკონომიკა - სხვა/ზოგადი

5% - გარე კონფლიქტები/ომი

2% - განათლება

2% - შიდა კონფლიქტები, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები

2% - დაუცველობა

1% - აკრძალული ნარკოტიკები

1% - ჯანდაცვა

1% - კორუფცია

1% - ეკონომიკა - მცირე ბიზნესის შესაძლებლობები/სესხებზე წვდომა

1% - პოლიტიკური პოლარიზაცია

1% - დანაშაული / საზოგადოებრივი უსაფრთხოება

1% - სოციალური მომსახურება/შეღავათები

1% - პენსია

10% - სხვა

<1% - პრობლემა არ არის/სხვა პრობლემა

<1% - არ ვიცი / უარი პასუხზე

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა