მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი გეგმავს

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა მოინახულებს. ექსპერტი სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ 14:00 საათზე მივა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორთან სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ კითხვები იქნება დასმული.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა გრძელდება, რა მიზნითაც, მიხეილ სააკაშვილს, დღეს, კლინიკა „ვივამედში“ ინგლისელი სამედიცინო ექსპერტი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორი, კორნელიუს კატონა მოინახულებს. კატონა საქართველოს ამ მიზნით დღეს ესტუმრება. ის სხვა, საკუთარი დარგის წამყვან უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩართულია ექსპერტიზაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ ატარებს. სხვა საკითხებთან ერთად ექსპერტის წინაშე დასმულია შეკითხვები მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე ინფორმაციით, ბრიტანელი ექსპერტი არის ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორი და მართავს სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. „მომზადებული აქვს 2000 სამედიცინო ექსპერტიზაზე მეტი, დაწერილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და პუბლიკაცია, მათ შორის, პოსტ-ტრავმული აშლილობის, შიმშილით პროტესტისა და პატიმრობაში მყოფ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, - აღნიშნავს ჯიშკარიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო