თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ლაშა შალამბერიძემ შეხვედრისას აღნიშნა, თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ახალი პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართულები პროგრამის განხორციელების პროცესში. თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპია პროგრამაში ფერმერების ჩართვა. პროგრამაში რეგისტრაცია 7 ნოემბერს დაიწყო და 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ფერმერებს აგრობარათებზე კუთვნილი დახმარება ჩაერიცხებათ“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 - 3 ჰექტარი თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას.

მათივე ცნობით, დახმარება ქულების სახით გაიცემა და ფერმერებს აგრობარათზე დაერიცხებათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 3 ჰექტრის ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით