თბილისში საერთაშორისო ფორუმი „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში“ მიმდინარეობს

თბილისში, მე-4 საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში“ მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანია გააერთიანოს სხვადასხვა აქტორები (სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო სფერო და ა.შ.), რათა მათ განიხილონ საერთო ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დღის წესრიგი შავი ზღვის რეგიონისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, რომელზეც კონტროლი საერთაშორისო მექანიზმების ამ მიმართულებით სათანადოდ არ ხორციელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ეს საკითხები მთელი მსოფლიოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის არის ერთ-ერთი ნომერ პირველი, გამომდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში, სადაც ბირთვული უსაფრთხოება მთელი მსოფლიოსთვის დგას, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელ ფორუმს მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ამ ფორმის ფორუმი ტარდება და ეს საკითხები განიხილება“, - განაცხადა დარსალიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განმარტებით, საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა მუქარა ამ მიმართულებით.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ამ ფორუმის თანადამფინანსებლები ვართ, რომელიც წელს ეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოებას და ზოგადად ბირთვულ და რადიოლოგიურ უსაფრთხოებას. ეს საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა მუქარა ამ მიმართულებით. შესაბამისად, სამთავრობო უწყებები, სამოქალაქო სექტორი იკრიბება და ამ საკითხს განიხილავს, რათა საპასუხო ნაბიჯებზე მზაობა იყოს“, - განაცხადა დეგნანმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო ფორუმი არის თბილისში დაფუძნებული და მოქმედი პირველი საერთაშორისო ინიციატივა ბირთვული უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფორუმის პარტნიორი სახელმწიფო უწყებებია: საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება