ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო კონფერენცია გაიმართა

ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო და მასში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

„კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ფრედერიკ დოლტმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ნატალია ვუტოვამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - ნინო ქადაგიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა - რატი ბრეგაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა - ნინო ლომჯარიამ.

ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დღის განმავლობაში არაერთი ღონისძება გაიმართება. მათ შორის, ტრადიციული ფიცის დადების ცერემონია ჩატარდება, სადაც პროფესიაში ახლადშემოსული 180 ადვოკატი ადვოკატის ფიცს დადებს“, - აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა