გია ვოლსკი - არ შეიძლება ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყოს, რადგან დანაშაული, რაზეც საუბარია, არანაირ პოლიტიკურ გარემოებებს არ ეხება

არ შეიძლება ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყოს, რადგან დანაშაული, რაზეც არის საუბარი, არანაირ პოლიტიკურ გარემოებებს არ ეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკის თქმით, როდესაც უდანაშაულო ადამიანს ციხეში პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩაამწყვევდნენ, სწორედ ეს იმ პერიოდს ახასიათებდა, როცა ნიკა გვარამია პროკურორი იყო.

“არც ნიკა გვარამიას და არც მის თანაგუნდელებს არასდროს დაუმალავთ, რომ საჭირო იყო ქართული საზოგადოების გაწრთვნა და ჭკუაზე მოყვანა. პოლიტიკა და მედიასაშუალება ის ადგილი არ არის, რომელიც ადამიანს თავშესაფრად გამოდგება, თუკი მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორი ბეგრაუნდიც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ პიროვნებას, დანაშაული არის დანაშაული! სამწუხაროა, რომ დანაშაული ჩადენილია მაშინ, როცა “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საერთაშორისო პოლემიკა და ბოლოს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა