შალვა პაპუაშვილი - საქართველო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში რჩება მშვიდობის კუნძულად და ამ მხრივ ინარჩუნებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას

საქართველო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში რჩება მშვიდობის კუნძულად და ამ მხრივ ინარჩუნებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

პაპუაშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსხვილი იაპონური კომპანიების მხრიდან ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით.

„დღეს, ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა იაპონიის ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ კომპანიებთან, ვინც საქართველოში ინვესტირებას ახორციელებენ. დაინტერესებაა იაპონური კომპანიების უფრო მეტი მონაწილეობის განახლებად ენერგიაში და ეს სასიხარულოა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც იაპონიას აქვს იმ ნოვატორული და ტექნოლოგიური მიღწევებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, რაც იაპონიამ წლების განმავლობაში დააგროვა. მნიშვნელოვანია, ზოგადი დაინტერესება ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია, რომ იაპონიიდანაც ზუსტად ასე ჩანს მდგომარეობა საქართველოში, ქვეყნის, რომელიც რთულ პერიოდში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში რჩება მშვიდობის კუნძულად და ამ მხრივ ინარჩუნებს იმ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ადგილას მყოფ ქვეყანას აქვს, რომ დააკავშიროს ერთმანეთთან ევროპა და აზია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ცდილობს, იპოვოს ენერგო მატარებლების მიღების ალტერნატიული წყაროები, ეს იქნება აზერბაიჯანი, შუა აზია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, საქართველო არის მნიშვნელოვანი, როგორც დერეფანი, სადაც სწორედ ამ მატარებლებმა უნდა გაიარონ. ასევე მნიშვნელოვანია ზოგადი დაინტერესება ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა