2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეებია

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

როგორც NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიახლეები შეეხება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებს.

„შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება. ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. წელს გთავაზობთ სიახლეებს ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში.

ისტორიის ტესტი - 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ: ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა; ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი; ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი; არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; შეფასების უნარი.

ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.

ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

NAEC ისტორიის ტესტის დავალების ნიმუშსაც აქვეყნებს.

“1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.

(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.

(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

იხილეთ მოცემული დავალების ქვეკითხვებთან დაკავშირებული თანდართული დაზუსტება-განმარტებები:

  1. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება მიზეზის ტიპი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკურიდაა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
  2. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება რა ტიპის შედეგზეა საუბარი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
  3. არგუმენტის დამოწმების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
  4. არგუმენტის მოტანის გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
  5. ანალოგიის დამადასტურებელი მსჯელობის/ფაქტების დასახელების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას“, - ნათქვამი აგავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მათემატიკის ტესტს, NAEC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან.

„ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).

ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს“, - აცხადებენ NAEC-ში.

ამასთან, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სიახლე ეხება უცხოური ენების ტესტსაც. კერძოდ, უცხოური ენის ტესტების ფორმატში შევიდა შემდეგი ცვლილებები: „ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება - დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველს დავალებას - წერილს. 2023 წელს მოსმენის უნარი შემოწმდება მხოლოდ 1 დავალებით, რომლის სავარაუდო პასუხების რაოდენობა იქნება 4. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია. წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით. ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი.

უცხოური ენის ტესტის განახლებული ფორმატის, თემის შეფასების კრიტერიუმების და ახალი დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია კრებულში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს