ირაკლი კობახიძე - დევიდ ლის  განცხადება სკანდალურია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ  შოკირებული ვარ, რადგან ბევრად უარესი რაღაც გაუკეთებიათ კუბილიუსსა და ჰარცელს

ბიზნესზე ზეწოლა იყო „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელის დევიდ ლის „ტვიტერზე“ გავრცელებული პოსტი, სადაც ის ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისა და საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

კობახიძემ დევიდ ლის ამ განცხადებას სკანდალური უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი შინაარსი არ გაჰკვირვებია.

„ეს, რა თქმა უნდა, სკანდალური განცხადებაა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ შოკირებული ვარ ამ განცხადებით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ბევრად უარესი რაღაც გაუკეთებიათ როგორც ერთს, ასევე მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსსა და ჰარცელს. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი ის დამოკიდებულება, რომელიც ამ ორ ადამიანს აქვს, მათ შორის, ბიზნესის დამოუკიდებლობის მიმართ. ბიზნესზე ზეწოლა იყო „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დევიდ ლი „ტვიტერზე“ წერს, რომ კუბილიუსმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს წერილი მისწერა და სთხოვა არ ეთანამშრომლა „ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან“ მისი ხელმძღვანელის პოლიტიკური განცხადებების გამო.

„კარლ ჰარცელმა თავის ოფისში მიმდინარე წლის აპრილში დამიბარა და მითხრა, რომ ჩვენთან აღარ ითანამშრომლებდა, თუ ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავრჩებოდი. ამის გამო მე გადავდექი. ეს ცუდია“,- წერს დევიდ ლი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა