ლევან ვეფხვაძე - მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ბიზნესისთვის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობის მთავარი სადისკუსიო თემა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ კანონის ძირითადი მიზანი და მნიშვნელობა მიმოიხილა, ხოლო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს დეტალურად გააცნეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებები, რომელიც მოიცავს, როგორც საქონლის შეცვლა/შეკეთების წესს, ასევე გარანტიის შესახებ ინფორმაციას, მომხმარებლის ვალდებულებებსა და სხვა.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, საუბარი ასევე შეეხო კანონისმიერ გარანტიებს, ხელშეკრულებიდან გასვლის პირობებს, ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობებსა და უსამართლო კომერციულ საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები და კანონის შესაბამისად შემუშავებულ საქმის შესწავლის წესი და პროცედურები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ასოციაციის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ პასუხები მათთვის ყველა აქტუალურ საკითხზე.

„მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ბიზნესისთვის, რადგან მომხმარებლის კმაყოფილება ამავდროულად განსაზღვრავს სტაბილურ განვითარებას. თუმცა მსგავსი სტანდარტების დანერგვისას მნიშვნელოვანია ნორმებისა და რეგულაციების სწორი ინტერპრეტაცია და ერთგვარობანი პრაქტიკის შექმნა, რათა შევამციროთ არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული რისკები. სწორედ ამ მიზნით, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს კონკურენციის სააგენტოსთან და ვიმედოვნებთ, აღნიშნული კომუნიკაცია ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა