კონკურსის „კოლეჯების აგრო-ლიგა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსი „კოლეჯების აგრო-ლიგა“ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებით პროფესიული განათლების სექტორის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობდნენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აგრო და გარემოსდაცვითი პროფილის სკოლის მოსწავლეთა კლუბები. საკონკურსო თემები მოიცავდა მეხილეობას, მეფუტკრეობას, სატყეო საქმესა და გარემოს დაცვას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კონკურსის „კოლეჯების აგრო-ლიგა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, კონკურსი ხელს უწყობს აგრარული სფეროს პროფესიული განათლების სექტორის განვითარებას და აგრარული პროფილის სასწავლო პროგრამების მქონე პროფესიული სასწავლებლების წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულების წარმოჩენას.

კონკურსი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (ADA) მიერ ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის (ICI) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება