ანონსი  9 ნოემბერი

9 ნოემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი უმასპინძლებენ კონფერენციას სახელწოდებით „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მედეგობის მხარდაჭერას.

ღონისძიებას დაესწრებიან ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი ქალები ყველა სფეროდან, მათ შორის სამთავრობო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თელავის ქ.20

9 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „პულმანში“, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით კონფერენცია - „ბიზნესის კეთება საქართველოში მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან ერთად“ გაიმართება.

საკონტაქტო: 598 139 913

9 ნოემბერს 11:00 საათზე, ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი-მეტი თავისუფლება“), სერგო ჩიხლაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“) და ელენე ხოშტარია („დროა“) ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიში“.

მის: ჭავჭავაძის 37 („აქსის თაუერსის“ ბიზნეს ცენტრი, ტერმინალის სამუშაო სივრცე, მე-5 სართული)

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ტურისტული კომპანია Holiday Factory დუბაის მიმართულებით დაგეგმილი პირველი ტურის პრეზენტაციას გამართავს.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14

საკონტაქტო: თეკლა ვეკუა - 593 500 501

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 15 85 72

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ტრანსნაციონალური დანაშაული.

მის: გორგასლის ქ. #24.

საკონტაქტო პირი: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01

9 ნოემბერს, 13:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

9 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

9 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის საჯარო ლექცია, სახელწოდებით: „თბილისის ურბანული განვითარების ლოგიკა" გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

9 ნოემბერს, 15:00 საათზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ბათუმში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდება.

მის: ბათუმი, სასტუმრო „რედისონი“

საკონტაქტო პირი: 558240770 სალომე გოგინაშვილი

9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 ნოემბერს, 16:00 საათზე, პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდი“ ღონიძიებას გამართავს.

თემა: ბრაზილის ფეხბურთის ვარსკვლავების ვიზიტის შესახებ საქართველოში, თბილისში, „მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებისა და მშვიდობისმოყვარე ქვეყნების მეგობრობის ხეივანის დაარსება.

მის: გუდიაშვილის ქN7

საკონტაქტო: 599 23 55 20; 555 90 32 48.

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, იოსებ მგელაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ, (პულმან თბილისი აქსის თაუერსი, შეხვედრების ოთახი 1)

საკონტაქტო: ნინი მეტრეველი - 593 73 33 37

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა