ტოივო კლაარი - ძალის გამოუყენებლობის საკითხი ერთ-ერთი მთავარია ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილისთვის

ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავება ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჟენევის დისკუსიების მონაწილეებისთვის. ამის შესახებ „სამხრეთ ოსურ“ მედიასთან ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა განაცხადა.

როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ბრიფინგი ცხინვალში ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეთა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

„ძალის გამოუყენებლობის საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხია ყველა მონაწილისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც "სამხრეთ ოსეთის", ასევე საქართველოს მთავრობისთვის, რუსეთმა დაადასტუროს ეს ვალდებულება. ეს არის საკვანძო მომენტი ჟენევის დისკუსიების მუშაობისთვის“ , - განაცხადა ტოივო კლაარმა.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეს მათ განიხილეს ჟენევის დისკუსიის მოახლოებული რაუნდის დღის წესრიგის ყველა საკითხი.

„ჩვენ განვიხილეთ ბოლო ტურის შთაბეჭდილებები და გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები წინსვლის შესახებ. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეებიი, მოხარული ვართ, რომ მოვისმინეთ მხარეების ვალდებულება პროცესისადმი. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელსაც ჟენევის პროცესი ისახავს მიზნად, ​​არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელება. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების იმპლემენტაცია აქ, ცხინვალში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კლაარმა.

მისივე თქმით, თანათავმჯდომარეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა მონაწილე ხვდება, რომ ჟენევის პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ჟენევის დისკუსიებზე ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა აღნიშნა, რომ დღეს ჟენევის დისკუსიები აღარ არის გაყინული პროცესი.

„ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჟენევის ფორმატში. დღეს ჟენევის დისკუსიები აღარ არის გაყინული პროცესი. ის განვითარდება. დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს მაგიდაზე, მათ შორის, ის დოკუმენტი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულების და ძალის გამოუყენებლობას უკავშირდება. ანუ საკითხების მთელი სპექტრია, რომელსაც სამხრეთ ოსური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს“, - აღნიშნა კოჩიევმა.

მანვე დასძინა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაიმართება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ