„საქართველოს ფოსტამ“ თელავში მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია გამართა

7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნა, სადაც გაიმართა მარკის „მეფე ერეკლე II“ პრეზენტაცია.

“საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, თელავში საიუბილეო ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„საფოსტო გზავნილების განხორციელება 2022 წლის მიწურულს უკვე მეფე ერეკლე II მარკით არის შესაძლებელი. მარკა, რომელზეც გამოსახულია მეფე ერეკლე II, მიმოქცევაში შევა ნოემბერში და ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.

„ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა