ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსულია, ამიტომ, კონსოლიდაციაა აუცილებელი

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსულია, ამიტომ, კონსოლიდაციაა აუცილებელი.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, კონსოლიდაციის მიზანი უნდა იყოს ხელისუფლების იძულება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტი შეასრულოს.

„არ მჯერა, რომ ისინი 12 პუნქტს შეასრულებენ, რადგან მათ არ აქვთ ამის პოლიტიკური ნება. ერთადერთი პოლიტიკური ნება, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს, არის ის, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამას ხედავენ მათ შორის დასავლეთში, ბრიუსელში, რეზოლუციაში რაც წერია, ესეც ამის გამოხატულებაა. კონსოლიდაცია პირველ რიგში, რესურსების კონსოლიდაციას ნიშნავს, ასევე კოორდინაციას, კომუნიკაციას და ასე შემდეგ. აქეთა ფლანგზე ახლა დანაწევრებულია ოპოზიციური ფლანგი, საზოგადოებაში არის ინტელექტუალური რესურსების მქონე უამრავი ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს გამოთიშულია. დაქსაქსულები ვართ, გვაქვს განსხვავებული მესიჯები, ერთმანეთთან კონკურენციაში ვართ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ ჩვენ დაპირისპირებაში ვართ. ცნობილი ფრაზა "ამათ მერე რა უნდა გააკეთონ, ახლა ჭამენ ერთმანეთს", ეს განცდა მოსაკლავია. ჩვენ, "გირჩი-მეტი თავისუფლებას", "დროას" და "სტრატეგია აღმაშენებელს" გვაერთიანებს ის, რომ ძალიან მკვეთრად დგას გასაკეთებელი არჩევანი-ერთ მხარეს არის დასავლეთი და მეორე მხარეს არის რუსულ ჭაობში დარჩენა. ივანიშვილი წირავს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს პირადი ძალაუფლების გამო. ამიტომ, თუ ასეთი არჩევანია-ევროპა თუ რუსეთი, მგონი, გასაგები უნდა იყოს, საით უნდა დადგე, ამას ნიშნავს კონსოლიდაცია, რომ ყველა გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენს შორის ბევრი განსხვავება იყოს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა