სპორტის სასახლის მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სპორტის სასახლის მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელდა. ტერიტორიაზე დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს.

„დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის, არსებულის განახლება და მოწესრიგება. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. იცით, სპორტის სასახლის ტერიტორია როგორ არასწორად არის განაშენიანებული, რა პრობლემებია, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია გამოინახოს სივრცეები პატარა სკვერების მოსაწყობად. ბოლო წლების განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთხი ასეთი პროექტი განახორციელა. ამჯერად, თბილისის მერიამ რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა და კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს განტვირთვის და დასვენების საშუალება ჰქონდეთ. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება - მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი.

გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს