ბსუ-ს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ეწვია

ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში შეხვდა. ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მხარეებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებულ თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს.

„დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოება და ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება. ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

დიპლომატმა პაკო სვიმონიშვილის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ავსტრიელი პოეტის, როზე აუსლენდერის ლექსები თარგმნა. როზე აუსლენდერის შემოქმედებასა და მისი ქართული თარგმანების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს