ანონსი 10 ნოემბერი

10 ნოემბერს, 10:00 საათზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენციას გამართავს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კოალიციის მიერ მხარდაჭერილ, ხუთ არამოსამართლე წევრობის კანდიდატს წარადგენს.
მის: ჯ. კახიძის ქ. #15, (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისი)
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03
10 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
10 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართება.
10 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერიის წინ „კორუფციის გამოფენა“ მოეწყობა.

























