უკრაინელებმა ხერსონში ორი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის ოლქის სოფლები, პრავდინე და კალინივსკე გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პრავდინეში შევიდნენ და რუსებმა სოფელი 8-9 ნოემბრის ღამეს დატოვეს. მანამდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.

რაც შეეხება კალინივსკეს, ის უკრაინელებმა ოთხშაბათს გაათავისუფლეს.

ახალი გათავისუფლებული დასახლებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა „ტელეგრამ“ არხები აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები პრავდინესა და კალინივსკეში იმყოფებიან.

კალინივსკეში უკვე უკრაინის დროშა აღმართეს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა