„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 10 ნოემბერს, ღამის 01:00 სთ-ზე დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კმ-ის მიმდებარედ, ქალაქის გასასვლელთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დიდი ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის საავარიო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე დროებით შეზღუდულია სამანქანო მოძრაობა და ტარდება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 10 ნოემბრის ღამის 01:00 საათიდან 10 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის N211-ის II-IV კორპუსებს, ნუცუბიძის I, II, III, V მიკრორაიონს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს. გეგეჭკორის, ბარათაშვილის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, ძმები ზალდასტანიშვიების, დელისის, აფხაიძის, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, ქავთარაძის, ასათიანის, ჟღენტის, სანდრო ეულის, ნადირაძის, მინდელის, მარგიანის, თავხელიძის, ჩოლოყაშვილის, ციციშვილის და მიმდებარე ქუჩებს. კაკლების დასახლებას, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეიშვილის, თამარაშვილის, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, ჯიქიას, იოსელიანის, თვალჭრელიძის, კაპანელის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას აგარაკებს.

ვაშლიჯვრის დასახლებაში - კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, ფარჯიანის, გელოვანის და მიმდებარე ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; დიღმის მასივის I კვარტალს.

დიდ დიღომში - მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს. დიღომი 7, სოფელ ძველ ვეძისს.

ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდის, დიდგორის, ათონელის, კავთის და მიმდებარე ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად მთელი ღამის განმავლობაში ინტენსურ რეჟიმში იმუშავებენ. სამუშოების მიმდინარეობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა