საპენსიო სააგენტო - საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა

საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით 38.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.4% შეადგინა.

სააგენტოს განმარტებით, საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.6% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 13.5% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.9% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.4% არის განთავსებული.

აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მილიონი ლარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა