„საქართველოს ბანკის“, WM-ისა და SOLO-ს ორგანიზებით კოკა რამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ WM-სთან და SOLO-სთან ერთად საინტერესო კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით, 10 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვარ კოკა რამიშვილის ნამუშევრების გამოფენა „ვაკუუმი“ - სიცარიელის ვიზუალიზაცია კოკა რამიშვილის მხატვრობაში“ გაიხსნა. გამოფენა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ წარმოადგენს სიცარიელიდან, დეკონსტრუქციიდან, სინათლისაგან და ფერისაგან გამოსახულების პოეტური ფორმირების პროცესს. გამოფენა მულტიდისციპლინარულია და გამოყენებულია, როგორც ფოტო, ვიდეო და ინსტალაცია, ასევე, ფერწერული ნამუშევრები. საგამოფენო სივრცის გათვალისწინებით და სიცარიელის თემის გამოსახატად, ხელოვანის შემოქმედებაში ნამუშევრები სპეციალურად მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან შეირჩა. ზოგიერთი ნამუშევარი, როგორც „უკანასკნელი გალერეა“ ან „ორფეუსის წერილი ევრიკიდეს“ 1987-1991 წლების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა ხაბულიანი განმარტავს, კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა.

„მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე რეფლექსურობით გამოირჩეოდა, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. მისი ყველა პროექტი თანმიმდევრულად ვითარდება. კონცეპტუალურად გამართულია და პერფექციონისტული სწრაფვითაა შესრულებული. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის,“- აღნიშნავს ხათუნა ხაბულიანი.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ აღნიშნა, კოკა რამიშვილი არის არტისტი, რომელიც ხელოვნებისა და პიროვნული საზღვრების შენარჩუნებით, ფერისა და სინათლის გამოყენებით სიცარიელეს აქცევს ხილულ, ცოცხალი შემოქმედების საფუძვლად.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ასეთ საინტერესო გამოფენას. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებმაც სახელი გაითქვეს ისეთი ქვეყნების გამოფენებში როგორიცაა: ინგლისი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, უნგრეთი, საქართველოში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი და ქართველ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, ისინი თბილისში იხილოს. წინ ძალიან საინტერესო გამოფენა გველის. კოკა რამიშვილი არის არტისტი, რომელიც ხელოვნებისა და პიროვნული საზღვრების შენარჩუნებით, ფერისა და სინათლის გამოყენებით სიცარიელეს აქცევს ხილულ, ცოცხალი შემოქმედების საფუძვლად“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ.

ცნობისთვის, კოკა რამიშვილი თბილისში დაიბადა, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ გამართულ რჩეულ გამოფენათა სიაში შედის: სოლო შოუები - „დამოუკიდებელი ორგანიზმი II“; „აეროლენდი“; „გამოსხივება“; „დახვრეტილი ეკრანი“; გალერეა „არტრა“ და სხვა.

კოკა რამიშვილმა საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. მის მიერ მოპოვებული ჯილდოებია: ირენ რეიმონდის ფონდის პრიზი (ლოზანა, შვეიცარია, 2014) და ქალაქ ჟენევის მუნიციპალიტეტის გრანტი შემოქმედებითი პროცესების მხარდასაჭერად (ჟენევა, შვეიცარია 2013).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა