გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად 125 მლნ ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, 125 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგაც, 35 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2023 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

„წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად სამუშაო ვიზიტით გურიის რეგიონს ესტუმრა. კომპანიის ხელმძღვანელობამ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

მიმდინარე პროექტების მიხედვით გათვალისწინებულია, წყალმომარაგების ქსელის, ჭაბურღილის, სატუმბო სადგურისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2023 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ 35 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში, რეგიონის უწყვეტ წყალმომარაგებას 125 მლნ. ლარამდე მოხმარდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო